შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავალიანი ხათუნა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო ინჟინერ-ჰიდროგეოლოგი კვალიფიკაციით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა მენეჯერის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 1995 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1995-2002წწ. ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, ლაბორანტი; 2002-2007წწ. ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, ასისტენტნტი; 2007-2011წწ. ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, ლაბორატორიის გამგე, მასწავლებელი; 2011 - 2013წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, მასწავლებელი; 2013-2017წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოლოგიის აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |