The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა ბუხრაშვილი

ეკა ბუხრაშვილი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2005 წელს.

1992-1994წწ. - სულხან საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, დაუსრებელი სწავლების განყოფილება, უფროსი ლაბორანტი; 1994-1995წწ. - მეთოდისტი; 2006-2009წწ. - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2014-2017წწ. - ახალი უმაღლესი სასწავლებელი, ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, ლექტორი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო პოლიტიკა, პოლიტიკის მეცნიერებები, ქართული დიპლომატია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: