The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა მაჩაიძე

გელა მაჩაიძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინერის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს.

1983 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში: 1983-1986წწ. სამთო ფაკულტეტი, უფროსი ლაბორანტი; 1886-1990წწ. სამთო ფაკულტეტი, ლაბორატორიის გამგე; 1990-2006წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, დოცენტი; 1990-1991წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2006-2013წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2015წწ. შ.პ.ს."საქნახშირი" (ჯი-აი-ჯი ჯგუფი), ტექნიკური და უსაფრთხოების მიმართულება, ტექნიკური დირექტორი; 2015-2016წწ. შ.პ.ს. "საქნახშირი"(ჯი-აი-ჯი ჯგუფი), ტექნიკური და უსაფრთხოების მიმართულება, ექსპერტი; 2016 წლიდან საქართველოს ტექნოკური უნივერსიტეტის სამთო -გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრი, "სამთო-გეოლოგ პროექტი", ცენტრის ხელმძღვანელი; 2017-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2020-2023წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, პროფესორი; 2023 წლიდან სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი / აკადემიური დოქტორი (1989), პროფესორი (2017).

წყარო:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: