შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1987 წელს; თბილისის ბიზნეს-სკოლა 1989 წელს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია 1997 წელს. 1993–1995წწ. დაიწყო სამეცნიერო კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1997-2000წწ. გააგრძელა მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში; იკვლევდა ეთნოკონფესიური ურთიერთობების ევოლუციას კვიპროსის მაგალითზე და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაციის გენდერულ ასპექტებს; 1993 წელს სამეცნიერო კვლევას აწარმოებდა ბუდაპეშტის ეკონომიკის სკოლაში; 2004 წელს რათჰერის (ნიუ-ჯერსი, აშშ) უნივერსიტეტში; 1993–1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი პოლიტ.; 1999–2007წწ. კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი; 2004–2011წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2011 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 2009–2011წწ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი (2021). არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, საზოგადოების, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 32 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |