The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ფერაძე

ირაკლი ფერაძე
Date of birth:1896
Date of death:June, 1968  (at 72 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი 1927 წელს.

სწავლის პერიოდში იგი სწავლას უთავსებდა შრომით საქმიანობას; 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იგი თბილისშია და სხვადასხვა დროს მუშაობდა: ამიერკავკასიის მცენარეთა დაცვის ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში, საფეიქრო სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ, მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სასწავლო დაწესებულებათა სამმართველოს უფროსად, თბილისის 59-ე საშუალო სკოლის დირექტორად, სტალინის რაისაბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების გამგედ; არჩეული იყო რაიონული საბჭოს დეპუტატად, პარტიის რაიკომის წევრად; 1950 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ელექტროტექნიკის საფუძვლები". გამოჩენილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის შვილი, გიორგი და ბიძინა ფერაძეების ძმა.

წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: