Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სერგო ჟორჟოლიანი დაიბადა მაქსიმე ჟორჟოლიანის მრავალშვილიან ოჯახში. დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს, რომლის დირექტორი იმ პერიოდში გახლდათ გამოჩენილი პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომელიც დიდად აფასებდა ახალგაზრდა სერგოს ნიჭსა და გონიერებას. 17 წლის ასაკში, ქუთაისის გიმნაზიის სტუდენტი, თბილისში ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე გააგზავნეს, სადაც მან ქუთაისის გიმნაზიის სტუდენტთა სახელით სიტყვა წარმოსთქვა. ს. ჟორჟოლიანი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივანე ნაკაშიძის დაფინანსებით პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც აქტიურად იყო ჩაბმული ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართველთა სათვისტომოს საქმიანობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იურისტის დიპლომით საქართველოში დაბრუნდა. გახლდათ პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. აქტიური მონაწილეობა მიიღო ოზურგეთიდან თურქების განდევნისათვის ბრძოლაშიც. თანამშრომლობდა ჟურნალ "ჩვენ კვალში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. სახალხო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ლიტერატურის ისტორიასა და ეკონომიკაში. 1918 წელს ს. ჟორჟოლიანი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მთავრობის ქვესტორი (საქმეთა მმართველი) და პარალელურად წითელი ჯვრის საზოგადოების თანათავმჯდომარე და ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1920 წლის 2 ივლისის გაზეთი "ერთობა" იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა. მისი შედგენა მიენდო: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძესა და ტიტე ართმელაძეს. 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის დროს სერგო ჟორჟოლიანი ემიგრაციაში არ წავიდა, სამშობლოში დარჩა და იურისტად გააგრძელა მუშაობა. 1937 წელს, რეპრესიების დაწყებისთანავე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც სასტიკად აწამეს, მაგრამ ხელი ვერაფერზე ვერ მოაწერინეს და ციმბირში გადაასახლეს. მან 12 წელი გაატარა კამჩატკის ნახევარკუნძულზე - მაგადანზე, საიდანაც მრავალი გაჭირვების შემდეგ დაბრუნდა. ს. ჟორჟოლიანი ერუდირებული და მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, კარგად ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციის შედეგი იყო, რომ გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე ფილარმონიის იურისტ-კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. მისი ყველა პროცესი ძველი იურიდიული სკოლის მჭერმეტყველების ბრწყინვალე ნიმუში იყო. რეპრესირებული. საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარის თინა ჟორჟოლიანის მამა. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |