The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კიკნაძე

თეიმურაზ კიკნაძე
Date of birth:1 October, 1945
Date of death:19 February, 2021  (at 75 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი,.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო განყოფილება ჩელოსა და კონტრაბასის სპეციალობით (ხელმძღვ. პროფ. ნ. სავჩენკო) 1968 წელს.

1968–1975წწ. ვიოლონჩელის, არფის და კონტრაბასის კათედრის პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1968 წლიდან დაიწყო საკონცერტო მოღვაწეობა. მის რეპერტუარში იყო მსოფლიო საკონტრაბასო მუსიკის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა მიერ სპეციალურად ჩელოსთვის დაწერილი მუსიკა. მან საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა ქართველი კომპოზიტორების (ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, შ. თაქთაქიშვილის, რ. ლაღიძის, ს. ცინცაძის) ნაწარმოებები. მისი შესრულება გამოირჩეოდა ემოციურობით, ლირიზმით, ტექნიკური სრულყოფილებით. 1975–1977წწ. სამუშაოდ მიავლინეს ლათინურ ამერიკაში (ეკვადორის რესპუბლიკა, ქ. კიტო) კონსერვატორიის პედაგოგად და ქ. კიტოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერად. იგი მონაწილეობდა საშეფო და საქველმოქმედო კონცერტებში. აღსანიშნავია მისი, როგორც ორგანიზატორის მოღვაწეობა. 1977–1980წწ. იყო თბილისის მე-5 და 1989–1995წწ. მე-12 სამუსიკო სკოლების დირექტორი. 1995–2005წწ. მუშაობდა მთაწმინდის პარკის გენერალურ დირექტორად. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის პირველი ქართველი ლაურეატი (1959). მუსიკოს-შემსრულებელი (კონტრაბასი).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 32 

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: