The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბაჯელიძე

ვლადიმერ ბაჯელიძე
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

1931 წლიდან ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობია. განასახიარა 150 როლი, მათ შორის აღსანიშნავია: აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), კიკილა (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), ხარიტონი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კირილე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), თავადი კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მილოვზოროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ქიშვარდი, ჯემალი (ვ. კანდელაკის "ამაღლებული სოფელი", "მაია წყნეთელი"), ხომენკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ილიკო (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ბუბლიკი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კირკიტა (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), არსენ ლეჟავა (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ალმასხანი (აკ. წერეთლის "კინტო"), სენ-ჟუ (ნ. არეშიძის "ნახვამდის"), ჯონ რაიტ (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), არჩილ (გ. მდივნის "სამშობლო") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: