შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1969 წელს; უშიშროების ხელმძღვანელი შემადგენლობის სპეც. კურსები (მოსკოვი) 1979 წელს; გაიარა საგარეო დაზვერვის სპეც. კურსები (მიუნხენი) 1997, 1999 წელს. 1990–1994წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1997–1999წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ დაზვერვის სამმართველოს უფროსი; 1999–2000წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2000–2001წწ. აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის I მოადგილე; 2001–2004წწ. აფხაზეთის ა/რ უშიშროების მინისტრი; 2004–2007წწ. საქართველოს შსს კონტრდაზვერვის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2000). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 33 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |