Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია![]()
Biographyმეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ირაკლი ბატონიშვილისა და თამარ ჭავჭავაძის ქალიშვილი. თამარი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის შვილი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტის წევრი. ეკატერინეს მამა – ირაკლი ბაგრატიონი – ერეკლე II-ის შვილიშვილი. ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია წლების განმავლობაში ცხოვრობდა ევროპაში (შვეიცარია, დრეზდენი, რომი, ვენეცია, პარიზი). სწავლობდა პარიზის კათოლიკური ეკლესიის ქალთა სკოლაში, სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ ენებს. თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1896 წელს, ცოლად გაჰყვა ივანე რატიშვილს (ზამთრის სასახლის, მუზეუმების განძეულობათა და ისტორიული ძეგლების დაცვის მთავარი კომენდანტი). შეეძინათ ქალ-ვაჟი. მისი საოჯახო ნივთები, ისტორიულ-მხატვრული ღირებულების ფაიფურის ჭურჭელი, სამკაულები, ხელსაქმის ნიმუშები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა ივანე რატიშვილმა. ივანე რატიშვილის მეუღლე. წყარო: მემორიალური ექსპონატების კვლევისათვის / თემურ შარიქაძე // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2014.-N5 (50–B).-გვ.471; "ამხანაგი თავადი" - განძეულობათა გადამრჩენი : მასალები ზამთრის სასახლის კომენდანტ ივანე რატიშვილის შესახებ / შალვა გოგიძე.-თბ.,1987
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |