შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარეხ სადუნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, გამოყენებითი გეოდეზიის სპეციალობით 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურა 2003 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს. 20004 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2000-2004წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, ლაბორანტი; 2004- 2006წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის დეპარტამენტი, კათედრის ასისტენტი; 2006-2009წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერის დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი; 2009-2013წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერის დეპარტამენტი, მასწავლებელი; 2013-2017წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2017-2021წწ. გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 5 სალექციო კურსის სახელმძღვანელო, 14 სამეცნიერო სტატია. ინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეგგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |