The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ერისთავი

სოფიო ერისთავი
სხვა სახელი:სოფიო მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:1930  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწის, გენერალ-ადიუტანტისა და კავალერიის გენერლის, ლევან ივანეს ძე მელიქიშვილისა და ალექსანდრა მამუკას ასულ ორბელიანის ქალიშვილი. სოფიო დაქორწინდა ერეკლე II- ის შვილთაშვილზე, ზაქარია გიორგის ძე ერისთავზე (1844-1912), რომელმაც საკუთარი ხარჯებით ოძისში გახსნილ სასოფლო-სამეურნეო საშუალო სკოლას შესწირა დიდი სახლი და მამულები. ცოლ-ქმარი ნაყოფიერ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ქველმოქმედი.

წყარო: მემორიალური ექსპონატების კვლევისათვის / თემურ შარიქაძე // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2014.-N5 (50–B).-გვ.474


გააზიარე: