The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კილასონია

გურამ კილასონია
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2014  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1961 წელს სოხუმში (2003 წლიდან საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწფო უნივერსიტეტი).

1991–1993წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სოფელ ეშერის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორი; 1995–1997წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1998–2005წწ. რექტორი; იკვლევდა სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის საკითხებს, შეისწავლა ბამბუკის კულტურის ინტენსიური ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლები კოლხეთის დაბლობის პირობებში. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა (მ. შ. 2 მონოგრაფია), აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები., მ. შ.). სწავლული აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 36

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის აგრონომიის განათლების საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2001-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებატა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: