The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ ენაგელი

როინ ენაგელი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1950  (74 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1972 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1972-1973წწ. სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1873-1984წწ. სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრა, ლაბორატორიის გამგე; 1984-1985წწ. კათედრის ბაგირგზების დარგობრივი ლაბორატორია, სექტორის გამგე; 1985-1993წწ. სამთო ელექტრომექანიკის კათედრა, დოცენტი; 1993-2009წწ. სამთო საწარმოთა ავტომატიზაციის  კათედრა, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი / აკადემიური დოქტორი (1983), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: