The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ლობჯანიძე

გელა ლობჯანიძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1995 წელს; ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ – ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1998 წელს.

1989-1990წ. ქ. ონის საგზაო სამმართველო, მუშა; 2002-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო – გეოლოგიური და ქიმიურ – მეტალურგიული წარმოების ეკონომიკის და ორგანიზაციის კათედრა, ასისტენტი დოცენტი; 2005-2015წწ. შპს "თბილისის ბიზნესის აკადემია", ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულება, მოწვეული ლექტორი, პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო – გეოლოგიური და ქიმიურ – მეტალურგიული წარმოების ეკონომიკის და ორგანიზაციის კათედრა,  ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, მინერალური რესურსების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ეკონონიკის მეცნიერებათა კანდიდატი/ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2003), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: