შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი კილასონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1969 წელს. 1976–2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის თანამშრომელი; პარალელურად, 1996–2005წწ. უმაღლესი სკოლა "აიეტის" შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1999–2005წწ. თბილისის №2 სამკურნალო კომბინატის შინაგანი სნეულებებისა და რევმატოლოგიური დეპარტამენტის, ხოლო 2005–2012წწ. იმუნოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა შპს "მედულას" რევმატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს შპს "თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის" რევმატოლოგიურ დეპარტამენტს. რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; thvc.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 36-37 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |