Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ კილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1954 წლამდე იყო სამხედრო სამსახურში. 1960–2010წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში (2010 წლიდან – სტუ-ის ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტი). 1978 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1963 წლიდან ელექტრონულ მოწყობილობათა განყოფილების გამგე. პარალელურად (1968–1972) მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ინფორმაციის გარდამსახი სისტემების დამუშავება და შექმნა, კომპიუტერში შეყვანილი ქართული ტექსტების ხმოვან ფორმატში პროგრამული გადაყვანა, საფრენი აპარატების ფრენისას შექმნილი ავარიული სიტუაციების პროგრამული ანალიზი და ვიზუალიზაცია. იყო მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) მონაწილე. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სპეციალისტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 39 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |