The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კილოსანიძე

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1932  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის ახალი სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1902 წელს.

1927 წლიიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრაზე; პარალელურად ბავშვთა ქირურგიის განყოფილების გამგედ; პირველმა დანერგა საქართველოში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ოპერაციული და კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები და ბავშვებში თიაქარკვეთის ორიგინალური ოპერაციული ტექნიკა. ბავშვთა ქირურგი, ბავშვთა ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 40


გააზიარე: