The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კინწურაშვილი

შალვა კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1978  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1939–1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1939–1942წწ. თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიგიენის, 1948წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის კათედრის გამგე; 1943 წლიდან შრომის ჰიგიენისა და პროფესიული დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე, 1949–1952წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა აქტუალურ საკითხებს; სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წამყვანი დარგების მუშაკთა შრომის პირობების გაუმჯობესების, ავადობის გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების მეთოდური ნორმატივების დადგენის საკითხებს. შეადგინა ჰიგიენის პირველი ქართული სახელმძღვანელო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ექიმ-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 60

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: