შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ხარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2015 წელს. 2007-2008წწ. - საქართველოს ანტიკორუფციული ცენტრის წევრი; 2008-2012წწ. - ორგანიზაცია კანონი ხალხისათვის, წევრი; 2010-2014წწ. შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი "მეოხი", არბიტრი; 2010-2012წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2011-2012წწ. - თბილისის უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია", მოწვეული ლექტორი; 2012-2015წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი "გორგასალი", ასისტენტ-პროფესორი; 2012-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2013-2016წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლო, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი; 2015 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სასწავლო ცენტრი, ექსპერტი; 2015-2017წწ. - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2015-2016წწ. - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2016-2017წწ. - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2016-2018წწ. - კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, ტრენერი; 2016-2018წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - უკრაინის საერთაშორისო, რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი "Наукові праці МАУП", სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2017-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2018 წელს - ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრი", ტრენერი; 2019-2021წწ. - საქართველოს უსაფრთხოების აკადემია, მოწვეული სპეციალისტი; 2021 წლიდან -საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომაარგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, უფროსი თანაშემწე; 2021 წელს - ახალი აკადემია, ტრენერი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |