The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა კვიტაიშვილი

ვაჟა კვიტაიშვილი
ოფიციალური სახელი:სულთან კვიტაიშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს.

სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ლანჩხუთის (1945-1946), ზუგდიდის (1950-1953) თეატრებში, აჭარის ფილარმონიის (1953-1957) მსახიობად; 1957 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსხიობია. შესრულებული აქვს 30-მდე როლი: ედემიკა (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ყვარყვარე და ქონდარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" და "კახაბერის ხმალი"), კოხტაია (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ზემდეგი (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), თხაბერიკა (მ. ელიოზიშვილის "ბერიკონი"), ბანკის დირექტორი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნაკუდა (ჯ. იოსელიანის "ეთერიანი"), ბეჟანი (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), მიშიკო (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), ნესტორი (ჯ. მილორავას "აღუვსებელი საწყაული"), ვანია (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), რეიმონდი (ჩ. დიკენსის "დიდი იმედები"), ამბერკი (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), ნევსკი (ა. აფიონოგენოვი "შიში"), მიკირტუმა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში), ნოზაძე (გ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), სოსიკო ("ძველი ვოდევილები"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ედემიკა (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ალავერდობა", "ხევისბერი გოჩა", "მოხეტიალე რაინდები", "ბიჭები იასამნის ქუჩიდან", "დათა თუთაშხია" და სხვა. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: