The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა-დაშკოვა

ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა-დაშკოვა
ოფიციალური სახელი:ანა ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1941  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შთამომავალი.

მისი მეუღლე კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთი პირველი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის შთამომავალი, ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი იყო. ბოლშევიკური ოკუპაციის გამო დიდგვაროვანი ოჯახი ემიგრაციაში გადაიხვეწა. პარიზში ანა Chanel-ის მოდის სახლში მოდელად მუშაობდა. 1924 წლის აგვისტოში მოდის სახლი "იმედი" თავად გახსნა. იმედმა არსებობა დიდი წარმატებით დაიწყო. მას სტუმრობდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და ჰოლანდიის მდიდარი და ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები. გრაფინია მოდელიერადაც იქცა და მალე ჟურნალებში გაჩნდა ქსოვილი "ტიფლისის" რეკლამა. სამოდელო სახლებმა "კავკასიური სტილის" სამოსის კერვა დაიწყეს, მონმარტზე კი უამრავი კავკასიური სამზარეულო გაიხსნა. ანას კარიერული დაღმასვლა 1929 წელს დაიწყო. ამ პერიოდში, ეკონომიკური კრიზისის გამო, არაერთი ბიზნესი გაკოტრდა, მათ შორის ანას მოდის სახლი. ოჯახი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. 1938 წელს ანას მეუღლე, რუსეთის იმპერიის ყოფილი პოლკოვნიკი ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი 57 წლის ასაკში, ბერლინში გარდაიცვალა. ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა მეუღლის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, 1941 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.

წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.200-203


გააზიარე: