| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა-დაშკოვა![]()
ბიოგრაფიაპოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, ანა ჭავჭავაძე და კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთი პირველი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის შთამომავალი, ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი ემიგრაციაში ბოლშევიკური ოკუპაციის გამო აღმოჩნდნენ. დიდგვაროვანი ოჯახი საფრანგეთში გადაიხვეწა, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. ანა ჯერ კოკო შანელის არისტოკრატ მოდელთა კოჰორტას შეუერთდა, შემდეგ კი საკუთარი მოდის სახლი "იმედი" გახსნა. "იმედმა" არსებობა დიდი წარმატებით დაიწყო. მას სტუმრობდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და ჰოლანდიის მდიდარი და ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები. გრაფინია მოდელიერადაც იქცა და მალე ჟურნალებში გაჩნდა ქსოვილ "თიფლისის" რეკლამა, სამოდელო სახლებმა "კავკასიური სტილის" სამოსის კერვა დაიწყეს, მონმარტრზე კი უამრავი კავკასიური სამზარეულო გაიხსნა. 1929-1933წწ. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ბანკი, ფირმა და საწარმო გააკოტრა. დაიხურა "იმედიც". ვორონცოვ-დაშკოვები მოგვიანებით გერმანიაში გადასახლდნენ, სადაც ალექსანდრე გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, 1941 წელს ბერლინში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა ანა ჭავჭავაძეც. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-201-203
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

