შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ მამულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1993 წელს; თბილისის სახწლმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურისტის კვალიფიკაციით - 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2014 წელს. 2006-2007წწ. - შპს "ნიკორა", იურიდიული დეპარტამენტი, იურისტი; 2007-2014წწ. - შპს "ალფა", იურიდიული დეპარტამენტი, იურისტი; 2016-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2021-2023წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021-2023წწ. - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: სამართალმცოდნეობის საფუძვლები, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, იურიდიული ეთიკა, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობის სამართალი, სანივთო სამართალი, ვალდებულების სამართალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |