The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბეჟანიშვილი

ალექსანდრე ბეჟანიშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს; გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1965 წელს; თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1984 წელს.

1963-1965წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიის სამმართველო, ფოლადაურის გეოლოგიურ-საძიებო პარტია, ინჟინერ-მექანიკოსი; 1973 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1973-1995წწ. სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარების და ტრანსპორტის კათედრა, დოცენტი; 1995 წლიდან სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარების და ტრანსპორტის კათედრა, პროფესორი; 1989- 2009წწ. სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარების და ტრანსპორტის კათედრის გამგე; 1975-1978წწ. ალჟირი, ქ. ანაბის უნივერსიტეტი, სამთო მანქანების კათედრის მასწავლებელი; 1984-1987წწ. გვინეა, კონაკრის ტექნიკური უნივერსიტეტი, მასწავლებელი, საბჭოთა სპეციალისტების ხელმძღვანელი; 2000-2010წწ. საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (ქ. მოსკოვი, 1970 წელი) / აკადემიური დოქტორი. პროფესორი (1995). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: