შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ურთმელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1997 წელს; ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2002 წელს. 1997-2005წწ. - საქართველოს იუსტიციის საბჭო, თანაშემწე, უფროსი კონსულტანტი, სტატისტიკის სექტორის უფროსი, სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი; 2002-2003წწ. - მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი; 2004 წლიდან - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატურა, ადვოკატი; 2005-2006წწ. - იურიდიულ ფირმა "პარტნიორის" ადვოკატი; 2006 წლიდან - ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მოსამართლე; მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პრობლემებზე, მათ შორის სადოქტორო თემაზე "ინტელექტუალური საკუთრების დაცულობა როგორც ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი"; მონოგრაფია და რამდენიმე სტატია მიუძღვნა ინტელექატუალური საკუთრების სამართლის საკითხებს. სამეცნიერო ინტერესები: ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ინოვაციების კომერციალიზება უნივერსიტეტებში; გამოგონებებისა და ზოგადად სამრეწველო სამართლის ობიექტების კომერციალიზების პრობლემები; ინტელექტუალური საკუთრების როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში; მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; თბილისის სააპელაციო სასამართლო: oldtbappeal.court.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |