The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კირვალიძე

რევაზ კირვალიძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1997  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1951 წელს.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე. მან გამოიკვლია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკული ზონის ნიადაგები. მუშაობდა ნიადაგის შესწავლის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე. მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა "ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობის სახელმძღვანელო" (თბ., 1973). მონაწილეობდა საქართველოში პირველი აგროქიმიური კარტოგრამების შედგენასა და ნიადაგმცოდნეთა VIII და IX საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geმის ლექციებზე ტევა არ იყო... : მიღწვიან, მომიგონებენ... / თენგიზ ურუშაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 9 ნოემბერი. - N302 (4681). - 6 გვ.; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ვასილ დოკუჩაევის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: