Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ენგურ კირთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტიტი 1961 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის, შემდეგ მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიის თანამშრომელი (1963), მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1971); 1972–2006წწ. საფუვრის ბიოქიმიისა და მიკრობული დეტოქსიკაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა საფუვრებისთვის უცხო ნაერთების გარდაქმნის შესაძლებლობებისა და გზების ძიება, შამპანურის ტიპის ღვინოების ხარისხის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ნაერთების ბიოქიმიური ცვლილების კანონზომიერებათა შესწავლა. არის სამეცნიერო ნაშრომების და ერთი მონოგრაფიის ავტორი. ბიოქიმიკოსი, დოქტორი (1995), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 62 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |