შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია კიტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ცირკის, ესტრადისა და მასობრივი წარმოდგენების სარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის ცირკში ("ცვეტნოი ბულვარი"). 1981–1987წწ. იყო თბილისის რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 1987–2007წწ. კი ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი. 1981 წლიდან თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისურის კათედრაზე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: ო. ჰენრის "წითელკანიანთა ბელადი", ე. შვარცის "თოვლის დედოფალი", ნ. გლადკოვის "ბრემენელი მუსიკოსები", ჯ. ჯერომის "ტომმი" (გრან-პრი, დონის-როსტოვი, მსოფლიო საბავშვო თეატრის გენერალური ასამბლეის ფესტივალი, 1995), ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "საშობაო ზღაპრების" სერია, ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის ზღაპარი". 1995 წლიდან არის საბავშვო თეატრების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. სხვადასხვა წლებში იყო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალების (მოსკოვი, ნოვგოროდი, ეკატერინბურგი, ტიუმენი, ვარშავა) ლაურეატი. 2003 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მთავარი რეჟისორი. გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (რეჟ. თ. აბულაძე, 1962), "ბიჭი და ჩიტი" (რეჟ. კ. სურმავა, 1968), "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010) და სხვ. თეატრისა და კინოს რეჟისორი და მსახიობი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 69 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |