Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როზმარი კიფერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლუქსემბურგი. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს. ქართული ლიტერატურით დაინტერესდა XX ს. 70-იან წლებში. შეისწავლა ქართული ენა, ორჯერ ჩამოვიდა თბილისში, კონტაქტი დაამყარა ქართველ მწერლებთან და მეცნიერებთან; საზღვარგარეთ კითხულობდა ლექციებს ქართული კულტურისა და ლიტერატურის საკითხებზე. უცხოურ პრესაში აქვეყნებდა საყურადღებო სტატიებსა და რეცენზიებს. აღსანიშნავია მისი სტატიები: "შოთა რუსთაველი აღმოსავლური რენესანსის გარიჟრაჟზე", "ქართული კლასიკური და თანამედროვე პოეზია", «კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენის" შესახებ», "კულტურული ურთიერთობანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის", "ნიკო ფიროსმანი", "ანა კალანდაძის პოეზია" და სხვ. ასევე წერდა სტატიებს ქართველ მეცნიერებზე. თარგმნიდა ქართველი პოეტების ლექსებს. ფრანგი ქართველოლოგი, დოქტორი (1958), პროფესორი (1965). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |