შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰაინრიხ იულუს ფონ კლაპროთი (Klaproth)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბერლინი. გერმანელი ლინგვისტი, ორიენტალისტი, მოგზაური. 1807 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსტრაორდინარული აკადემიკოსი. 1816 წლიდან – აღმოსავლური ენების პროფესორი პარიზში. 1807–1808წწ. მივლინებული იყო კავკასიაში ფილოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევისათვის. მან თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში "მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში" და სხვა შრომებში. თბილისში იყო 1808 წლის 13 იანვრიდან ივნისამდე. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურა არაგვისა და მტკვრის სათავეებში, მტკვარსა და იორს შორის მდებარე რეგიონებში. ლეკების მადევარ ქართველ ფეოდალებთან ერთად იყო ლიახვის ველზე, აგრეთვე საქართველოს სამხრეთის გზაზე. თბილისში ქართველი საზოგადეობა ყოველნაირად უწყობდა ხელს მას მეცნიერულ კვლევაში. 14 ივნისს იგი გაემგზავრა მოზდოკს, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ფარულად მოიარა მცირე და დიდი ყაბარდო, იქიდან ჩავიდა რაჭაში (ონამდე). ისტორიულ ნარკვევში იგი აღწერს თბილისს, ახასიათებს საქართველოს მთიელებს, მიმოიხილავს საქართველოსთან ოსების დამოკიდებულებას და სხვ. 1827 გამოსცა ქართულ-ფრანგული და ფრანგულ-ქართული ლექსიკონი (4000-მდე სიტყვა); დაიწყო ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ბეჭდვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა მარი ბროსემ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა კლაპროთის სახელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 74
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |