Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კლენოვსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოდესა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოსა და სპეც. თეორიის (პროფ. პ. ჩაიკოვსკისა და დ. გუბერტის კლასები) განხრით. 1879 წლიდან კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო პროვინციულ კერძო საოპერო თეატრებში დირიჟორად. 1881წელს კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. 1883 წლამდე ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, დირიჟორობდა დიდი თეატრისა და მოსკოვის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრებს. არის რამდენიმე ბალეტისა და რომანსის ავტორი. მან შეკრიბა და დაამუშავა რამდენიმე სიმღერა, მ. შ. ქართულიც. 1893 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გააგრძელა მ. იპოლიტოვ-ივანოვის მიერ წამოწყებული მოღვაწეობა სამუსიკო სასწავლებელსა და საანსამბლო კლასებში. მისი თაოსნობით თბილისში მოიწვიეს ცნობილი რუსი პედაგოგები (კ. იგუმნოვი, ე. რიადნოვი, თ. ლევინი, მისი მეუღლე ზ. ლევინა, ვ. ვილშაუ და სხვ.), რომლებმაც დიდი ამაგი დასდეს ქართველ მუსიკოსთა პროფესიულ აღზრდას. მისი მოწაფეები იყვნენ ზ. ფალიაშვილი, ზ. ჩხიკვაძე, ი. კარგარეთელი, ნ. სულხანიშვილი, ვ. სარაჯიშვილი და სხვ. საქართველოში მოღვაწე რუსი მევიოლინე. ქართული ხალხური სიმღერების ერთ–ერთი პირველი უცხოელი შემკრები. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 86
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |