The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო კლიჯიანი

სოსო კლიჯიანი
სხვა სახელი:სოს სოსიანი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 2008  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1950 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო თეატრში. მალევე მოიპოვა პოპულარობა და თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა. 1955 წელს "სომხური ფილმის" მიწვევით  საცხოვრებლად გადავიდა სომხეთში, სადაც გადაიღეს კინოფილმებში "მოჩვენებები მწვერვალებს ტოვებენ" (რეჟ. გ. მალიანი) და "ადრესატის ძიებაში" (რეჟ. რ. სარქისიანი). 1971 წელს დაბრუნდა თბილისის სომხურ თეატრში, სადაც შეასრულა 100-ზე მეტი როლი: რუსტამი, სეირანი (შირვანზადეს "ნამუსი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ელიზბაროვი (შირვანზადეს "ღირსების გამო"), კამო (ა. ბარსეგიანის "კამო"), არშაკ II (პ. ზეიტუნიანის "არშაკ II"), ლიმონა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ. გამოირჩეოდა შესრულების ფართო დიაპაზონით და სცენური მომხიბვლელობით. სომეხი მსახიობი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • სომხეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: