The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კობაიძე

ვლადიმერ კობაიძე
სხვა სახელი:ვლადიმერ კაბაიძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1924
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1998  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩირიკი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებლობის ინსტიტუტი 1952 წელს.

1939–1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე. 1952 წელს მუშაობა დაიწყო ქ. რიაზანის ჩარხსაშენებელ ქარხანაში ინჟინრად; 1970–1976წწ. იყო ქ. ივანოვოს ჩარხსაშენებელი საწარმოო გაერთიანების დირექტორი; 1976 წლიდან გენერალური დირექტორი; 1985 წლიდან ბულგარეთისა და ქ. ივანოვოს ერთობლივი ჩარხსაშენებელი საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი. 1978 წელს მისი ხელმძღვანელობით იმავე საწარმოში შეიქმნა მრავალპროფილიანი ჩარხი ე. წ. "დამამუშავებელი ცენტრი", რისთვისაც სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. ამ ჩარხმა იმავე წელს იტალიაში გამართულ გამოფენაზე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მან შექმნა ამ ტიპის ჩარხის 35 სახესხვაობა, რომლებიც წარმატებით იყიდებოდა მსოფლიოს 43 ქვეყანაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ჩარხმშენებელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 94

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ლენინის ორდენი
  • 1985 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1981 - ლენინის ორდენი
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: