Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. 1941 წელს გაიწვიეს II მსოფლიო ომში. 2 წელი გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბერლინის თერაპიულ კლინიკაში, პარალელურად თანამშრომლობდა ქართული ჟურნალების ("ქართველი ერი", "საქართველო") რედაქციებთან. ომის დამთავრების შემდეგ ლექციებს კითხულობდა მიუნხენის უნივერსიტეტში. იქვე შეხვდა მ. წერეთელს. 1948 წელს მან კ. სალიას, გ. რობაქიძესა და მ. წერეთელთან ერთად დააარსა ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც ბეჭდავდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს ქართული მწერლობის საკითხებზე. 1949 წელს მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადასახლდა. 1952 წელს მან ნიუ-იორკში (სხვებთან ერთად) საფუძველი ჩაუყარა "ქართველთა დემოკრატიულ კავშირს" (შემდეგ "საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ამერიკული საბჭო"). იქვე ქართულ ჟურნალებში ("ცნობის ფურცელი" და "ჩვენი გზა") იბეჭდებოდა მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური ხასიათის წერილები. 1955–1956წწ. გამოსცემდა საკუთარ გაზეთს "ქართველ ერს", რომელიც 1957 წელს ჟურნალად გადააკეთა ("კრებული"). სხვადასხვა დროს ქართულ ენას ასწავლიდა ცნობილ ქართველოლოგებს დ. ლანგს, კ. ბრეითვეითს, დ. ჰოლისკს. 1958 წლიდან იყო არქეოლოგიური და ჯონ ჰოპკინსის სახელობის მედიცინის ისტორიის ინსტიტუტების, ფორდამის (ნიუ-იორკი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომელი. ქართული ემიგრაციის მემატიანე იყო და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ. ლიტერატორი, რედაქტორ-გამომცემელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 96 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |