The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კობახიძე

ქეთევან კობახიძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 2016  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს.

1958–1971წწ. მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად. 1971–2016წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ძირითადი ნამუშევრები: მეტრო "თავისუფლების მოედნის" მიწისქვეშა ვესტიბიული (1967, არქიტ. ვ. შ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად); სასტუმრო "რუსთავის" რეკონსტრ. თბილისში (1971); ი. ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი ყვარელში (1977, არქიტ. ვ. ჯორბენაძესთან ერთად); დ. სარაჯიშვილის ძეგლი (1991, თბილისი, საქართვ. მწერალთა კავშირი, მოქანდაკე ა. გომართელი). აქვს ნაშრომები ქართული არქიტექტურული ძეგლების შესახებ. 
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.getaa.net.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1998 - ღირსების ორდენი

გააზიარე: