Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კობიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თბილისის გუბერნია. დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის კადეტთა კორპუსი 1882 წელს და ელიზავეტგრადის კავალერიის სასწავლებელი 1884 წელს. 1881 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1904–1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1911 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1913–1916წწ. მეთაურობდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკს; 1916–1918წწ. კავკასიის ცხენოსანი დივიზიის I ბრიგადას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, 1918 წლიდან თეთრ გვარდიელთა მოძრაობაშია. 1920 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. ხელმძღვანელობდა სევერსკის დრაგუნთა საზოგადოებბას ბელგრადში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916), დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე წმინდა გიორგის იარაღით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; MEMATIANE.GE: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |