The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირანდა გურგენიძე

მირანდა გურგენიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2012 წელს.

1999-2001წწ. - შსს სასწავლო ცენტრი, ლაბორანტი; 2002-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლო, იურიდიული სამმართველო, იურისტი; 2005-2007წწ. - ცენტრალური საარჩევნო კომისია, იურიდიული სამმართველო, იურისტი; 2007-2010წწ. - სს "ენერგია XXI", იურიდიული სამსახურის უფროსი; 2010 წელს - სს "წყალკანალი XXI", იურიდიული სამსახურის უფროსი; 2010-2012წწ. - კერძო სააღსრულებლო ბიუროს უფროსი; 2013 წლიდან - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების განვითარების ასოციაცია, პატენტრწმუნებული, თავმჯდომარე; 2010-2015წწ. - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; 2015 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან - შპს "სამართლის და პოლიტიკის სკოლა", სასწავლო ცენტრი, დირექტორი, დამფუძნებელი, ტრენერი; 2018 წლიდან - საადვოკატო ბიურო "T&M" კონსალტინგი, სამოქალაქო და ინტელექტუალური საკუთრების დავები, ადვოკატი, პატენტრწმუნებული; 2018-2019წწ. - რადიო "საქართველოს ხმა", გადაცემა "იცოდე კანონი", ავტორი, თანაწამყვანი; 2020-2022წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2022 წლიდან - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2013 წლიდან დაინტერესებულია ინტელექტუალური საკუთრების სამართლით და ამ დარგის განვითარების ხელშეწყობით საქართველოში, არის არაერთი მონოგრაფიის და სამეცნიერო სტატიის ავტორი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესები მოიცავს აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების უსაფრთხოების საკითხებსაც. 3 მონოგრაფიის, 9 სამეცნიერო სტატიის ავტორი, 2 სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: