შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ კოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1934–1945წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის მასწავლებელი; 1945–1946წწ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს დოცენტი, პროფესორი (1947–1978). არის სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება პოლიტიკური ეკონომიის, ინდუსტრიალიზაციის, საწარმოთა დაგეგმვის, ელექტრიფიკაციისა და სხვ. საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 110 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |