შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო არუდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი კერამიკისა და ცეცხლმედეგი მასალების ქიმიური ტექნოლოგია, ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1989 წელს; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრის ასპირანტურა 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. 1989-1994წწ. გ. წულუკიძის სახ. სამთო-მექანიკის ინსტიტუტი, საშახტო ვენტილატორებისა და სამთო თბოფიზიკის ლაბორატორია, ინჟინერი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტზე: 1994-1997წწ. მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, უფროსი პრეპარატორი; 2006-2007წწ. სასარგებლო წიაღისეულის საბადო დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის კათედრა, ლაბორანტი; 2007-2011წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, ლაბორანტი; 2011-2013წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ლაბორანტი; 2013-2017წწ. გეოლოგიური სასწავლო - სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია, ლაბორანტი; 2017 წლიდან შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასისტენტ - პროფესორი. 13 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინჟინერიის დოქტორი (2016), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |