The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა მხეიძე

მარინა მხეიძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1917  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

1937 წელს წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ხელოვნების დეკადაზე; 1945-1956 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი. იგი ამ ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავეთა ღირსეული წარმომადგენელია. მოცეკვავე ქალითვის საჭირო მონაცემებითა და შესანიშნავი გარეგნობით დაჯილდოებული მხეიძე ორი ათეული წლის მანძილზე ამშვენებდა ცეკვის აკადემიურ ანსამბლს და ქართული ცეკვის უბადლო შესრულებით ხიბლავდა მაყურებელს. საგასტროლოდ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში: ფინეთში, დანიაში, რუმინეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და ჩეხოსლოვოკიაში. ბუქარესტის მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV ფესტივალის ლაურეატი (1953). მარინე მხეიძე იყო ვერა შერვაშიძის ქალიშვილი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.59; Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1953 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (რუმინეთის სახალხო რესპუბლიკა)

გააზიარე: