The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ადეიშვილი

ნინო ადეიშვილი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიურ ფაკულტეტი სამთო - ინჟინერ - გეოლოგის კვალიფიკაციით 1996 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის, სასარგებლო წიაღისეული საბადოების გეოლოგიური აგეგმვა, ძებნა, ძიების სპეციალობის მაგისტრატურა 1999 წელს; გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის დოქტურანტურა 2012 წელს.

არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავჯდომარე. მის საქმიან თუ ინტერესების სფეროს ეხება საველე სასწავლო-სამუშაო პრაქტიკის ხელმძღვანელობა. მონაწილეობა აქვს მიღბული  საგრანტო სამუშაოში, ასევე ტრენინგებში და სამთო ინსტიტუტის სახელშეკრულებო თემებში. არის ერთი ელექტრონული სახელმძღვანელოს თანაავტორი, 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. მრავალი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. გეოლოგიის  აკადემიური დოქტორი (2012).

სადისერტაციო თემა - "ასლანურას ხეობის (ხრამის მასივი) ზედა პალეოზოური გრანიტული კომპლექსის პეტროლოგია",  დაიცვა 2012 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: