The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა სესკურია

ოლღა სესკურია
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1971  (54 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი სამთო ინჟინერ - გეოლოგის კვალიფიკაციით 1994 წელს; მაგისტრატურა 1997 წელს; დოქტურანტურა 2011 წელს.

1995 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1995-1997წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგიის, მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი, წამყვანი ინჟინერი; 2005-2007წწ. მიინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრა, ლაბორანტი; 2007-2017წწ. მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი, გამოყენებითი გემოლოგიის დეპარტამენტი, მუზეუმის გამგე; 2015- 2021წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სპეციალისტი; 2017-2021წწ. სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი ასისტენტ - პროფესორი; 2021 წლიდან სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორია, ხარისხის მენეჯერი. გეოლოგიის აკადემიური დოქტორი (2004), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: