The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა ონიანი

თინა ონიანი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის (ილიაუნი) უმაღლესის საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისური და რუსული ენების სპეციალობით 5-წლიანი მაგისტრის ხარისხის განათლებით 1991 წელს; ამავე ინსტიტუტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი-გიდი-თარჯიმანის სპეციალობით 1991 წელს; საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ასპირანტურა) დოქტურანტურა და სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინგლისური ენის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი 1999 წელს; 2013 წლიდან არის სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი.

1991 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის 204-ე საბავშვო ბაღში ინგლისური ენის წრის ხელმძღვანელად და უფროს მასწავლებლად; 1992 წლიდან მუშაობდა ჯერ 105-ე და შემდეგ 179-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. 1996-2002წწ. მუშაობდა საქართველოში აშშ საელჩოსთან არსებული ტურისტული ფირმა - "გუდა" -  გიდი-თარჯიმანად; 2000-2013წწ. საქართველოს ტექნოლოგიურ-ჰუმანიტარული ინსტუტში. ორჯერ არჩეული იყო სამეცნიერო საბჭოს წევრად და უცხო-ენათა კათედრის გამგედ, აფილირებული-სრული პროფესორი; 2000-2014წწ. ხელოვნების უნივერსიტეტში. აფილირებული-სრული პროფესორი და  ორჯერ არჩეული იყო სამეცნიერო  საბჭოს წევრად; 2012-2020წწ. მიწვეული იყო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორად; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში. არის აფილირებული პროფესორი. ორჯერ არჩეული იქნა ქართული და უცხო-ენების კათედრის (გამგე) ხელმძღვანელად. ორჯერ აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის მონიტორინგის საბჭოს წევრად; 2014 წლიდან არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 3 სახელმძღვანელო წიგნი: ინგლისური ენის გრამატიკის-სახელმძღვანელო ქართულ (2016-2020) და ინგლისურ ენაზე (1999); ასევე პოზნანის მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში - დამხმარე სახელმძღვანელო  საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის მოკლე ისტორია "ინგლისურ ენაზე"; პოზნანი - პოლონეთი ინგლისური ენის დარგობრივი მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 35-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან რამდენიმე სტატია დაიბეჭდა მსოფლიოს წამყავან სამეცნიერო გამომცემლობების თემატურ ჟურნალებში, როგორიცაა: SCOPUS, EBSCO, IMPACT და ა.შ.; 2018 წლიდან გაიარა ონლაინ-ვებინარის ასევე აუდიტორიული  დარგობრივი  ტრენინგი და არის სერტიფიცირებული ტრენერი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მიმართულებით. კერძოდ: TOEFL-MASTERS; TESOL;  ICT; TEACH-DAVE MASTER CLASS-TRENER; უცხო ენის სწავლების სფეროსა და პროფესიული განვითარების მიმართულებით მინიჭებული აქვს 37-მდე სერთიფიკატი. GLOBAL TEACHERS - 2022, 2023, 2024 CERTIFICATES. არის ERASMUS + NEO - IN- GEORGIA--ას წევრი; 2017 წელს მიწვეული იყო აშშ-ის კალიფორნიის ხელოვნების უნივერსიტეტში - THE  ART  UNIVERSITY - IN- CALIFORNIA. აქვს 33 წლის დარგობრივი მუშაობის პედაგოგიური გამოცდილება.

წყარო: თინა ონიანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემია "ფაზისი", წევრი (2020-)
  • აკადემია "ფაზისი", უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
  • საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია (ETAG) , წევრი, ტრენერი (1995-)
  • ტექნოლოგიურ-ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2014-)
  • ტექნოლოგიურ-ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2010-2014)
  • ჯ. ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2014-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: