შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი ხარჩილავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2007 წელს; ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2021 წელს. 2002-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ჩარხებისა და საჩარხი კომპლექსების კათედრა N43, ლაბორანტი; 2007-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი; 2012-2019წწ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2017 წლიდან - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2018-2019წწ. - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2019-2021წწ. - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი; 2021 წლიდან - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. კვლევის სფერო: ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში; ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანამედროვე ურთიერთობები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. სამეცნიერო ინტერესები: ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ინტერესები; რუსეთ-ჩინეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიები; გლობალიზაცია და ნაციონალიზმის თანამედროვე პრობლემები; ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის თანამედროვე ურთიერთობები; რუსეთის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში; რუსეთის საგარეო პოლიტიკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |