შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კუპატაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო ინჟინერის კვალიფიკაციით 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სამთო ტექნოლოგიის მაგისტრის ხარისხით 2005 წელს, ამავე უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს. 2003-2005წწ. მუშაობდა ს.ს. "ტყიბულნახშირში", მინდელის სახელობის შახტაში მუშად, სამთო ოსტატად, ცვლის უფროსად; 2005-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, ლაბორატორიის გამგე; 2010-2011წწ. სსიპ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, შახტა - ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2015-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების განყოფილება, უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, პროფესორი. ინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |