შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო გიგაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიისა და ავტომატიკის ფაკულტეტი, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების სპეციალობით, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2017 წელს. 1979 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში სტუ): 1979-1990წწ. ზოგადი გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა, უფროსი პრეპარატორი; 1990-2017წწ. ზოგადი გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 2017-2021წწ. შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, მოწვეული უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი. აქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო და ორი მეთოდური მითითება, მონაწილეობა აქვს მიღებული ორ კონფერენციაში. ინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2017), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |