The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გოცირიძე

ზურაბ გოცირიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2000 წელს; მაგისტრატურა 2003 წელს; დოქტორანტურა 2012 წელს.

2003-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალი, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი, ლექტორი; 2006-2008წწ. - კომპანია "BP საქართველო", საწყობის მენჯერი; 2008-2009წწ. - "Care international in Caucasus", ლოჯისტიკის მენეჯერი, დისტრიბუციის კოორდინატორი; 2009-2012წწ. - ტურისტული კომპანია "ჯეოსთეიშენის" დამფუძნებელი, თანამფლობელი, დირექტორი; 2011-2012წწ. - ნარკოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, ლოჯისტიკის ოფიცერი; 2013-2014წწ. - "NATO ISAF" სამხედრო წვრთნის პროგრამა, სამხედრო თარჯიმანი (ჰოჰენფელსი, გერმანია); 2013-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტი, ასისენტ-პროფესორი; 2017 წლიდან - საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სლავისტიკის ინსტიტუტი, მოწვეული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: ელიტების და დახურული საზოგადოებების ისტორია, ბოჰემისტიკა, მედიის როლი გლობალიზაციის პროცესებში და დიგიტალიზაცია. მისი კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს პოლიტიკურ პროცესებზე ეთნიკური, კულტუროლოგიური, ეთნოკულტურული, რელიგიული და სოციალური ფაქტორების გავლენა; ესქალოტოლგიური დისკურსები აბრამისეულ რელიგიებში და მათი გამოხატულება თანამედროვე აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში; ე. წ. თეოპოლიტიკის ჩანასახები; მსოფლიო ლიტერატურა და ლიტერატურის ისტორია; ენა, როგორც ნებისმიერი კულტურის გასაღები, თარგმანი, მათ შორის მხატვრული. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ფილოსოფიის დოქტორი.

დისერტაციის თემა - "ლოგოეპისტემა, როგორც ინტერკულტურული ნიშანი და მისი ინტერპრეტაცია კულტურათშორისი კომუნიკაციის ჭრილში", დაიცვა 2012 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: