The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გაბუნია

მიხეილ გაბუნია
Date of birth:31 March, 1978  (47 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator, Athlete

Biography

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, იურისტის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2010 წელს.

2010-2011წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2011-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის დეპარტამენტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში; მეცნიერის კვლევის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე კრიმინოლოგია და აღდგენითი მართლმსაჯულება. არის 21 სამეცნიერო სტატიის, 3 სახელმძღვანელოს, ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და მონოგრაფიის თანაავტორი. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მონაწილეობა თანამედროვე კრიმინოლოგიისა და აღდგენითი მართლმსაჯულების უმაღლესი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. არის აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის წევრი; პირველთანრიგოსანი სპორტულ სახეობა ცურვაში, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჩემპიონატის მონაწილე და პრიზიორი. სამეცნიერო ინტერესები: სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია, აღდგენითი მართლმსაჯულება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Bibliography


Share: