The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა კვაბზირიძე

თეა კვაბზირიძე
Date of birth:13 January, 1975  (50 years)
Category:Economist, Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სოციალურეკონომირი მართვის უნივერსიტეტი, იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1997 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ასპირანტურა 2006 წელს; მეცნიერებათა აკადემიის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2008 წელს.

1994-2008წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი, იურიდიული დეპარტამენტი, იურისტი; 2008-2010წწ. - სს "ნოვა ტექნოლოჯი", იურისტი; 2009-2010წწ. - ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან - ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი; 2015-2019წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, მთავარი ინსპექტორი; 2017 წელს - კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური ინსპეცია, ფინანსური მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე. კვლევითი ინტერესები: საბანკო სამართლისა და დაზღვევის სამართლის მიმართულებით არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Bibliography


Share: